|
2019-09-04 16:24:19, 1028 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „დავასრულეთ კიდევ ერთი საგზაო პროექტი. სააკაძის III შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მთლიანად ამორტიზებული იყო გზის საფარი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახლით შეცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც კაპიტალურად შევაკეთეთ გზა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოყო.
(NS)
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)