09:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:48:27, 907 ნახვა

საზოგადოება
გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და გამწვანდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და გამწვანება დაავალა.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გმირთა მემორიალთან ტროტუარი უკვე ეწყობა. სამომავლოდ კი, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები და მწვანე საფარი განახლდება.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გმირთა მოედანთან არსებული მემორიალის ირგვლივ განვახორციელოთ სამუშაოები, რადგან მცენარეები დაზიანებულია. მემორიალთან უკვე დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა და რადგან ამ პროექტს ვახორციელებთ, ამ კონკრეტული ადგილის გაკეთილშობილება, მცენარეების ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. ამ ყველაფერს შესაბამისი დაფასება, ამ კონკრეტულ ადგილს კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ შესაბამისი სამუშაოები და ტერიტორიის მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics