|
2019-09-03 14:34:43, 2065 ნახვა
სამართალი
ინციდენტი პარლამენტთან - „ოცნების“ დეპუტატი #სირცხვილიას აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა
პარლამენტის შენობის შესასვლელთან, სადაც #სირცხვილიას საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შენობიდან გამოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე აქტივისტების მიერ მოწყობილმა სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. ის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სასტვენია წაართვა და დაამტვრია. მომხდარის შემდეგ დეპუტატმა ტერიტორია დატოვა. დაზარალებული აქციის მონაწილე ადგილზე მყოფ სამართალდამცველებთან მივიდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ დროისთვის პარლამენტის სამ შესასვლელთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები 20 ივნისს მომხდარი მოვლენების შემდეგ, გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, შესაბამისად, მმართველი გუნდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამწვავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)