|
2019-09-02 15:33:49, 2182 ნახვა
სამართალი
კალაძე უარყოფს, რომ ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნების წინააღმდეგია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნების წინააღმდეგია, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მან აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა თავად შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება. „ეს არის დიდი ტყუილი, სიცრუე და სისულელე. პირველი რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი. მეორე რაც მთავარია გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, თუ ვინ იქნებიან მინისტრობის კანდიდატები. ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამას უშუალოდ ახალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს. თუ მეკითხებით როგორ პარტიის გენერალურ მდივანს, პირადად მე მივესალმები შს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, ვფიქრობ, ის იქნება ძლიერი მინისტრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)