|
2019-09-02 11:38:57, 1936 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ. ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)