04:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 16:29:59, 1068 ნახვა

სამხედრო
ქართულმა ქვედანაყოფმა ეროვნული შეფასების მეორე დონე წარმატებით დაასრულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სწავლებით ქვედანაყოფმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა.

სწავლების შეფასების მონიტორინგს ნატოს სხვადასხვა შტაბის ხუთი ოფიცერი აკვირდებოდა. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო ოპერაცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.

სწავლების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე უშუალოდ გაეცნო ქართული ქვედანაყოფის შედეგებს და ნატოს ოფიცრებს მადლობის სიგელები გადასცა.

შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics