|
2019-08-30 12:13:38, 2815 ნახვა
სამართალი
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს თამარ საძაგლიშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე, საძაგლიშვილისთვის პატიმრობას მოითხოვდა. პროკურორის განცხადებით, მცირეწლოვანი ყოველგვარი მოტივის გარეშე დაჭრეს. „ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე-დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკის გათვალისწინებით. ბრალდებულის მიმართ ასევე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. დასკვნას გარკვეული ვადა სჭირდება“, - აღნიშნა პროკურორმა. რაც შეეხება, დაცვის მხარეს, ადვოკატის აცხადებდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარი ფაქტი არ ახსოვს. შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)