|
2019-08-30 12:04:31, 2443 ნახვა
სამართალი
პროკურატურა 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალიტებს განუცხადა. პროკურორის განცხადებით, მცირეწლოვანი ყოველგვარი მოტივის გარეშე დაჭრეს. „ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე-დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკის გათვალისწინებით. ბრალდებულის მიმართ ასევე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. დასკვნას გარკვეული ვადა სჭირდება“, - აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
ფოტო: ტელეკომპანია "იმედი".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)