|
2015-07-10 15:02:17, 515 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ მელიქიშვილის მოსაზრებით, დეპუტატები პარლამენტის სხდომის გასაცდენად სხვა მეთოდს მოიფიქრებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, პარლამენტში რეგლამენტის ცვლილება კვორუმის პრობლემამ გამოიწვია. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმისათვის რომ კვორუმი შედგეს, ამაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება. შესაბამისად, მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ წესები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის უნდა გამკაცრდეს. „ეს საკითხი დაიწყო მაშინ, როდესაც კვორუმთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება და პარლამენტის თავჯდომარისგან იყო დავალება, რომ მივიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატების სიარულს. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა, თუ უმრავლესობა, ყველას სასესიო და საკომიტეტო კვირაშიც, ამათუ იმ რაიონში შეხვედრა უწევს. ამასთან დაკავშრებით ძალიან დიდია მოთხოვნა. განსხვავებით ჩვენგან, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ კვორუმი უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაზე არ უნდა გადადიოდეს. ოჯახურ მდოგმარეობას ეწერება ყველაფერი. მართლა ვინც ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოვა, ამ ჭრილში გაგვყავს მისი მდგომარეობა. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული ნორმები უმრავლესობის შიგნით უნდა გამკაცრდეს და არა მთლიანად პარლამენტში?! ეს ყველა ქვენაში ასეა მიღებული. ძალიან ცუდად ჩანს, რომ რაღაცას ვერ აკეთებ და სხვას აბრალებ. დეპუტატებს სხვა მიდგომა უნდა და არა იმით შეაშინო, რომ ოჯახურ მდგომარეობა საპატიოში არ ჩაეთვლება. სულ სხვა მეთოდს მოიფიქრებენ“, – აღნიშნა მელიქიშვილმა. ამის საპასუხოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ რეგლამენტში ცვლილება კვორუმის პრობლემის გამო არ შედის და გაცდენები უმეტესად საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან ფიქსირდება. ცნობისთვის, პარლამენტში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტს განიხილავენ. ცვლილების თანახმად, დეპუტატებს საკომიტეტო და პლენარული სხდომების გაცდენა „ოჯახური მდოგმარეობის“ მიზეზით, საპატიოდ აღარ ჩაეთვლებათ. ამასთან, დეპუტატებს, რომლებიც პლენარულ სხდომას ავადმყოფობის გამო გააცდენენ, მათ ექიმის ცნობის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი მივლინებაში ყოფნის ფაქტი, პარლამენტის წევრის მივლინების შესახებ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც გამოცემის თანავე მანდატურის სამსახურს უნდა გადაეცეს.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)