00:04 - 23 Jul, 2026
|
2019-08-29 10:02:48, 1776 ნახვა
სამართალი
ქალს, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა, ბრალს დღეს წაუყენებენ
ქალს, რომელმაც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. შემდეგ კი, სასამართლო ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ცნობისთვის, პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)