|
2019-08-28 13:11:00, 2083 ნახვა
სამართალი
ავთანდილ წერეთელი გირაოს შესახებ საქალაქოს გადაწყვეტილებას, სააპელაციოში გაასაჩივრებს
ბრალდებული ბიზნესმენი, ავთანდილ წერეთელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. "გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. სააპელაციო სასამართლოში ჩვენი მოთხოვნა იქნება ისევ ის, რომ ავთანდილ წერეთელს არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ სჭირდება. ის ჩამოვიდა სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე და ჩვენთვის გაუგებარია, რა არგუმენტით იხელმძღვანელა ჯერ პროკურატურამ და შემდეგ სასამართლომ, რომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე", - განაცხადა ბიზნესმენის ადვოკატმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)