|
2019-08-28 12:04:41, 1896 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან. ტრენინგის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მოქალაქეებთან ურთიერთობასა და სამართლებრივ საკითხებში. აღნიშნული სწავლება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავს: მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, ბრაზის მენეჯმენტი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სამართალდამრღვევთა დაკავება. ასევე, პოლიციელთა პერსონალური პასუხისმგებლობა ეთიკის ნორმებისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის. სწავლება ეტაპობრივად ჩაუტარდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)