|
2019-08-22 13:42:34, 1677 ნახვა
სამართალი
შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიუ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი გახდა, ბ.ქ. რამდენიმე დღის განმავლობაში, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში არაერთგზის ნასამართლევ დ.მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გორში იმალებოდა, რომელიც პოლიციამ, ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველები, ასევე, იკვლევენ მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებსაც. კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებს. მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება მიმდინარეობს როგორც ოჯახში ძალადობისა და მუქარის, ისე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)