|
2019-08-14 10:34:41, 1474 ნახვა
სამართალი
1 მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა. უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში - 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე - 4 ფაქტი. 2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი. „ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ.-მდე შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)