|
2019-08-12 18:08:40, 1637 ნახვა
სამართალი
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილი და მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ადვოკატი პაატა შავაძე და საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჯანეზაშვილი განაცხადა, რომ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის თავის მოწონებას „კლანის წევრების“ ქებით ცდილობდა. „კანდიდატი, რომელიც მოვიდა და აქებდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, შენგელია, პირდაპირ ცხადად აჩვენებდა იმას, რომ იგი აქ იმიტომ მოვიდა, რომ თავი მოაწონოს ამ კლანს და ჩინჩალაძეს. თქვენ ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, ასეთი გახარებულები კლანის წევრები ნამდვილად არასდროს არ მინახავს. ესეთი პატარა კომენტარებიც კი, რომელიც რეალობა ნამდვილად არ შეესაბამება და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩინჩალაძეს და შესაბამისად, ამ თავის მარტივი, პრიმიტიული გზით ცდილობს, რომ დაიმკვიდროს ადგილი 20 კაციან სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. საპასუხოდ, პაატა შავაძე აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილი მის მიმართ არაადეკვატური და არარელევანტური იყო. ამასთან, მან არ უარჰყოფს, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ლიდერებად მიაჩნია, რომლებმაც სასამართლო დამოუკიდებლობამდე მიიყვანეს. „ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ჩემთან მიმართებაში იყო არაადეკვატური, არარელევანტური და ახორციელებდა ჩემზე ზემოქმედებას. ეს გამოიხატებოდა არარელევანტური შეკითხვების დასმით, პიროვნული დაინტერესებით და ასე შემდეგ. "მან განუმარტა საზოგადოებას, რომ თითქოს მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ხოტბა უნდა შემესხა მურუსიძისათვის, ჩინჩალაძისთვის და ა.შ. ლევან მურუსიძე არის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი, ირაკლი შენგელია არის ლიდერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სასამართლო ხელისუფლება მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე“, - განაცხადა პაატა შავაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)