|
2019-08-08 15:34:49, 1581 ნახვა
სამართალი
წერეთელი: სრული იდიოტიზმია - ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე
„ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ეს სრული იდიოტიზმია“, - ამის შესახებ „TV პირველის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს. როგორც წერეთელმა აღნიშნა, გამოძიების დაწყებისთანავე ითხოვდა, რომ გამოეკითხათ, თუმცა ამ დრომდე მისთვის პროკურატურას არ მიუმართავს. „პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს სრული იდიოტიზმია და ამიტომ, ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ახლა რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში და თუ უნდათ, რომ ხალხმა დასცინონ ამ ქეისს, ჩემი აზრით ამას მიაღწევენ“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). სწორედ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხავენ დღეს ვახტანგ წერეთელს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)