10:07 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 13:03:09, 1298 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა: ხელისუფლება ცდილობს, ცენზურა დააწესოს და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს

ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში ცენზურა დააწესოს და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ცვლილებათა პაკეტი პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას არ აძლევს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ანტირეკლამა გამოიყენონ.

„ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს. ასევე, ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები, რადგან შედის რეკლამის შინაარსში, მათ შორის ანტირეკლამის ნაწილში, სადაც ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს და აღარ აძლევს საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ ოპონენტების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ძალებით, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, არ მივიღოთ ცვლილებები ასეთი ფორმით, რათა სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცული იყოს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics