|
2019-08-03 15:08:09, 1639 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ჯაღმაიძე სამტრედიაში მომხდარ ინციდენტზე: სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ქართველ ქალსა და მის ერაყელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა. დეკანოზის ინფორმაციით, სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა. "რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი. ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას. როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას. ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ. სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება", - წერს დეკანოზი ძაღმაიძე. ცნობისთვის, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მღვდელი და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სსამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც "პირები, რომლებმაც სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა დააკავეს".
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)