|
2019-08-03 10:23:45, 1599 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს. ყ. კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გ.ნ. არსებული ფინანსური უთანხმოების გამო თავს დაესხა ი.გ.-ს და სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც, თანმხლებ პირთან - ს.ყ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ნ. და ს.ყ. მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე , სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)