|
2019-08-02 18:22:11, 2286 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ
უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ პროგრამით „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული პრივატიზებით, სხვადასხვა მონაწილე კომპანიებმა 87 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება აიღეს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებას, რომ მთავრობის ყველა ქმედება მიმართულია ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ. „ბოლო პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მოახდინეს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ყველა ნაბიჯი პირველ რიგში, გადადგმული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რეალური უსაფრთხოების განცდა, რომელსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებების შედეგად. „პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება ქვეყნის უსაფრთხოებაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტორებისთვის უკვე შეთავაზებული პრივატიზების აქტიური პროგრამა და სხვადასხვა კონკრეტული პროექტი, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება. „თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ნამახვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა მთავრობამ და საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატზიება, მათ შორისაა, გორის ქარის ელექტროსადგური, ასევე სრულიად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საერთაშორისო ტენდერებისთვის - ესაა მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)