|
2019-08-01 17:02:19, 2303 ნახვა
ეკონომიკა
ლევან ახვლედიანი: კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დიდი რეპუტაციის ადამიანები ჩაანაცვლებენ
ანაკლიის კონსორციუმი სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩანაცვლებაზე მსჯელობს, - ამის შესახებ კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ახვლედიანის თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს „დიდი რეპუტაციის“ მქონე ადამიანები ჩაანაცვლებენ და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მთავრობასთან მოლაპარაკებებს ისინი წარუძღვებიან. „მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოში. მათ ჩაენაცვლებიან ძალიან დიდი რეპუტაციის ადამიანები, რომლებსაც გამოვაცხადებთ ხვალ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და განსაკუთრებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ჩვენი მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებების დასრულებაზე. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება დროულად. თუ ამას ჩვენ მივაღწევთ, პირველი გემების მიღება მოხდება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. შეგახსენებთ, თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ პროკურატურამ 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დასდო ბრალი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)