11:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 16:03:07, 1694 ნახვა

კომენტარი
გვარამია - კარგად დააკვირდეს სტრასბურგის სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით როგორ ამოუშვა დიქტატურის ჯინი ბოთლიდან

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აკრიტიკებს. 

მას შემდეგ რაც, პროკურატურამ ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის თანხების მითვისების და ქონების გადამალვის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა, გვარამიამ სტრასბურგის სასამართლო უსამართლო და უგუნურად მიღებულ გადაწყვეტილებაში [რომელიც, რუსთავი 2"-ის ეხება] დაადანაშაულა. 

"კარგად დააკვირდეს სტრასბურგის სასამართლო European Court of Human Rights, საკუთარი დაუსაბუთებელი, უსამართლო და კონვენციის და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და საბაზისო ჭეშმარიტებების დარღვევით, ყველაზე უარესად კი, კონტექსტის გაუთვალისწინებლად უგუნურად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, როგორ ამოუშვა დიქტატურის ჯინი ბოთლიდან ქვეყანაში, სახელად საქართველო.

კარგად დააკვირდეს და დაიმახსოვროს: ქართველი პატრიოტები მის ამ უკვე ბოროტმოქმედების რანგში ასულ ისტორიულ სირცხვილს არ და ვერ დავივიწყებთ. ვერ დავივიწყებთ, დასავლეთმა როგორ მოკლა დასავლეთი. ვერ დავივიწყებთ, მაგრამ მაინც ვიბრძოლებთ დასავლეთისთვის და მისთვისვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, როგორც დასავლური ინსტიტუციისთვის", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics