11:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 15:04:15, 1453 ნახვა

კომენტარი
დვალი: ჩვენ „რუსთავი 2“-ის თემაზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, ხალვაშისთვის არაფერი შეგვითავაზებია

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის რაიმე სახის წინადადების შეთავაზებას.

დვალის განმარტებით, მათ ხალვაშთან შეხვედრაზე, კონკრეტული წინადადება მოისმინეს, რის შემდეგაც "მკაფიო უარი" განაცხადეს.

"ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, რომ არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი. ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის", - განაცხადა დავით დვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics