|
2019-08-01 11:05:57, 692 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე პერევისა და ჭალის მოსახლეობას შეხვდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პერევსა და ჭალაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას რეგიონებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის ფორმირება", - განაცხადა იური ნოზაძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელდება; ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ეფექტიანობაზე და წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთად ვხვდებით საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილზე ვისმენთ იმ პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აწუხებთ. ვფიქრობთ, უშუალო კომუნიკაცია მეტად ეფექტიანია", - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ. პერევსა და ჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად დასაქმებისა და წყლის პრობლემების მოგვარება დაასახელა. გამართულ შეხვედრაზე იმერეთის მხარეში საკალმახე მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)