|
2019-07-29 10:50:19, 988 ნახვა
საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. სწავლებაში 35 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა. სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწავლების მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს ევროპული გზა, ჰიბრიდული ომი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი და მექანიზმები, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველო საერთაშორისო მისიებში და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. აღნიშნულ კურსს ყველა მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად გაივლის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)