|
2019-07-27 12:21:19, 2032 ნახვა
საზოგადოება
ვატო წერეთელი: დადასტურდა, რომ ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმის გასარკვევად, „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ფარულად უსმენდნენ
დადასტურდა, რომ ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმის გარკვევის გამო, ფარულად უსმენდით „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. წერეთელი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა. „ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!“, - წერს ვატო წერეთელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)