|
2019-07-26 17:15:56, 2091 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია: მნიშვენლოვანია, რომ ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის განცდა არ დარჩეს
„მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. ომბუდსმენის წარმომადგნელმა ირაკლი ოქრუაშვილი და 20 ივნისის საქმეზე დაკვებულები მოინახულეს. „მოვინახულეთ ყველა დაკავებული, მათ შორის როგორც მოქალაქეები, ასევე, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია მოპყრობასთან დაკავშირებით ან ბრალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და მყარი მტკიცებულებებით იყოს გარანტირებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, განსაკუთრებით თუ პატიმრობა იქნება მოთხოვილი, ვინაიდან საქმეში ფიგურირებს ვთქვათ, პოლიტიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)