|
2019-07-26 17:08:25, 2036 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: კრიტიკულ ტელევიზიას ქვეყანაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს
„კრიტიკულ ტელევიზიას აქვს განსაკუთრებული საჯარო დატვირთვა ქვეყანაში“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ომბუდსმენი „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა დაა ჯარჯი აქიმიძეს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა. „იმდენი წელი არის გასული და იმდენი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა ბრალის წარდგენის საფუძველი საქმეში თუ უნდა შეწყდეს გამოძიება. კრიტიკულ ტელევიზიას აქვს განსაკუთრებული საჯარო დატვირთვა ქვეყანაში და მისი სარედაქციო პოლიტიკის თუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას ექნება გავლენა არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელევიზიაზე, არამედ ექნება გავლენა ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობაზე, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მდგომარეობაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)