|
2019-07-26 11:21:01, 932 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ბენეფიციარებს სერვისებს შესთავაზებს
ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით, ბენეფიციარების საზოგადოებასთან ინტეგრაცია, რესოციალიზაცია, მათი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა ხუბუნიამ. თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან ბენეფიციარებს შესთავაზებს თბილისის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების სერვისებით სარგებლობას, მიმდინარე ღონისძიებებზე დასწრებასა და საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამებში მონაწილეობას. მემორანდუმის ხელმომწერები აქტიურად ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვაში, რაც არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკის შემცირებასა და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვას განაპირობებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)