|
2019-07-25 18:39:10, 1345 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო პაციენტ ლუკა ფოფხაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო პაციენტ ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ინფორმაცია მოძიებულია ასევე ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ამჟამად იმყოფება პაციენტი. „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო დაიწყებს სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)