22:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:51:28, 1375 ნახვა

საზოგადოება
ქიბარ ხალვაში: როცა პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, R2-ში მივალ - „კურიერი“ მომწონს ძალიან

 „კურიერი“ მომწონს ძალიან“, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტის კითხვას უყურებს თუ არა „რუსთავი 2“-ის გადაცემებს.

როგორც მან აღნიშნა არხის საინფორმაციო გამოშვების გუნდი უნდა შეეცადოს, რომ სტანდარტი უფრო აწიოს.

„ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ. ვინც სარგებელს მოუტანს კომპანიას იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. ვუყურებ, კვალიფიციურია ყველაფერი. გარანტია, რა არის იცით, თუ ჩავუღრმავდებით და ვიწროდ არ განვიხილავთ არაფერს, გარანტია არის ის, რომ თუ ბიზნესია იმისთვის, რომ დიდ ხანს იყოს და პროფიტაბელური იყოს კომპანია, ამისთვის საჭირო არის ხალხი იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს ტელევიზიას, ჰქონდეს რეიტინგი  და ადამიანმა იყიდოს რეკლამა“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, „რუსთავი 2-ში“ მაშინ მოვა, როცა ეცოდინება, რომ კამერებით არ დაახრჩობენ.

„როცა მომიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, მივალ. ვიხუმრე გოგო, ვიხუმრე. დაწყნარდება ხალხი, გაიგებენ, რომ არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ხალვაშმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics