|
2019-07-24 18:43:33, 1025 ნახვა
საზოგადოება
კალაძე არქიტექტორებს და ურბანისტებს ურბანული განვითარების სამსახურის კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს
თბილისის მერი კახა კალაძე მოტივირებულ არქიტექტორებსა და ურბანისტებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. დედაქალაქის მერი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თურქეთში ვიზიტისას გამოეხმაურა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კადრების ნაკლებობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის სწორ განვითარებაში. ურბანული პრობლემები, რაც არის, წლების განმავლობაში დაგროვდა და არავის მოგვწონს. შესაბამისად, ამ სამსახურის ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, რათა ქალაქი სწორად განვავითაროთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, შემოიტანონ განაცხადი. ერთად მივხედოთ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში საშტატო ერთეულების რაოდენობა რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა. ამჟამად, ვებგვერდზე hr.gov.ge 18 ვაკანსიაა გამოცხადებული.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)