|
2019-07-20 11:52:28, 1292 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირის N14-ში, ამბროლაურის ქუჩა N166-ში მდებარე მე-7 კორპუსსა და ბახტრიონის N7-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. ქანობიანი სახურავი კი, ცინცაძის ქუჩა N43 კორპუსში შეკეთდა. ამავე პროგრამით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ყაზბეგის გამზირის N3ა, ფანასკერტელის ქუჩა N17 კორპუსსა და იშხნელების ქუჩა N6-ში, სადაც წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვლება. ამჟამად, ლიფტების შეკეთების სამუშაოები რვა მისამართზე მიმდინარეობს. ათ მისამართზე სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები ხორციელდება, დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N22-ში კი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ტარდება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 562 646 ლარია გამოყოფილი.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)