14:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 18:17:37, 3398 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი R2-ზე: როცა ივანიშვილს სასამართლოზე კონტროლი აღარ ექნება, გადაწყვეტილება შეიცვლება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე  მოვლენებს ეხმაურება.

სააკაშილი მადლობას უხდის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და ამბობს, რომ “ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად, ვერ მოგისყიით და ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას“.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდით აქამდე. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად და ახლა, ალბათ, მეტად, ვიდრე ადრე.

შემდეგი მომენტი არის ის, რომ აქ ევროპაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე – ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როდესაც ივანიშვილი მოშორდება საქართველოს, რომელზეც არის ჩამობღაუჭებული, ძალიან მალე დადგეს. და ეს მომენტი გპირდებით, ძალიან მალე დადგება“, - აღნიშნა სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics