|
2019-07-19 12:05:05, 1093 ნახვა
საზოგადოება
IRI – გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ეკლესიის, ჯარისა და მედიის საქმიანობას აფასებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 89% დადებითად აფასებს, მეორე ადგილზე კი ჯარია, რომლის რეიტინგი 87% შეადგენს. რაც შეეხება სხვა ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას კვლევის შედეგები ასეთია: ქართული მედია – 70%; პოლიცია – 52%, ადგილობრივი ხელისუფლება – 48%, საჯარო განათლების სისტემა – 40%; პარლამენტი – 37%; მინისტრთა კაბინეტი – 35%; ცესკო – 34%; პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია – 33%, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 33%; გუბერნატორები – 27%; პოლიტიკური პარტიები – 26%; პროკურატურა – 25%; ეროვნული ბანკი – 25%; სასამართლოები – 23%; პროფკავშირები – 18%. ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)