|
2019-07-18 18:44:58, 2262 ნახვა
სამართალი
მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე არ მალავს, რომ ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან მეგობრობს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ, რომელთანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობდა, განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ამ თემაზე მას კითხვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. „ეს არ არის დასამალი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ, ჩვენ ვართ თანამშრომლები, ერთი სასამართლოს მოსამართლეები, ეს არის ფაქტი, ამაში რაიმე უცნაურს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება გავლენას, არც ბატონი მიხეილი არ არის ამ პროცესში ჩარეული და ვერც იქნება, არც ბატონი ლევანი, აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მე ვარ კანდიდატი და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. დღეს როგორც უკვე გითხარით, 4 საათის მანძილზე, მე მესაუბრებოდა იუსტიციის საბჭო და ვფიქრობ, რომ დასაბუთებული პასუხები გავეცი“, - განაცხადა გეწაძემ. მურუსიძე-ჩინჩალაძის და გეწაძის მეგობრობა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის. „მან ღიად განაცხადა, რომ ის არის მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის მეგობარი, განმარტა მეგობრობა, როგორც ურთიერთობა, რომელიც წარმოშობს ერთგულების ვალდებულებას, სახელმწიფოებრივად, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენ სახელმწიფოს შიგნით გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აქვთ ერთგულების ვალდებულება და ეს არის მიუღებელი და საშიში იმიტომ, რომ მოსამართლეს, პირველ რიგში, ერთგულების ვალდებულება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)