|
2019-07-16 18:53:13, 1604 ნახვა
საზოგადოება
შსს მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით არსებული პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დროებით შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება; მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება; სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსკენ მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსებით. სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)