|
2019-07-16 17:24:28, 1822 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან 35 დასახელების მედიკამენტების ყიდვა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს 1 ლარად შეეძლება
დღეიდან 6 ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის საჭირო 35 დასახელების მედიკამენტების ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სხვა ჯგუფებს 1 ლარად შეეძლებათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, ეს გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებებია. „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა - ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან, არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ყველა ჯგუფს - პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა 1 ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, - ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მედიკამენტებისთვის ჯიბიდან გაღებული თანხები იყოს მინიმალური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)