|
2019-07-16 16:24:19, 1528 ნახვა
საზოგადოება
ობიექტზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო
სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა - ამის შესახებ განცხადება შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განაცხადა. მიქაია აცხადებს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სხვა მუშებმაც ვერ წარმოადგინეს, რაც შესაბამისი დასკვნის საშუალებას იძლევა. „უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო სამუშაო. და ასევე სწავლების ნაწილზეც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები. ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებელია, რომ გავეცნოთ სრულყოფილად და შემდგომში სრულყოფილი დასკვნა დავდოთ. დამსაქმებელი ვალდებულია, რომ არ დაასაქმოს თავის ობიექტზე მომატებულ საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრუწლოვანი პირები,“-განაცხადა მაია მიქაიამ. შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)