|
2019-07-16 16:03:12, 821 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა. კაპიტალური რეაბილიტაცია და ორმოული სამუშაოები სულ 47 800 მ2 ფართობზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა. რამდენიმე ქუჩასთან ერთად, სამუშაოები შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში განხორციელდა. პროექტები ცენტრალური ვაკის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და წყნეთის უბნებს მოიცავს. „გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის მსგავსად, სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წელსაც გეგმის მიხედვით ხდება. გამგეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას ვახორციელებთ, თუმცა არის რამდენიმე ქუჩა და შედარებით დიდი მონაკვეთები, რაც მიმდინარე წელს უკვე განვაახლეთ. სულ, ამ დროის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 50 მისამართზე მოხდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. გზის საფარის განახლების გარდა, ორ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, კიდევ ორ მისამართზე კი აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში მოეწყობა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)