|
2019-07-16 12:53:13, 818 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება
თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს კონკრეტულ საამშენებლო ობიექტს უნდა ჰქონდეს წყალარინების სისტემის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთების პროექტი. „სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, წლების განმავლობაში ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იყო და სავალალო შედეგი მივიღეთ. არ იყო ვალდებულება, წინასწარ შეეთანხმებინათ საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი. ეს საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრე სისტემაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან მტკვარში ჩაედინებოდა“, - განაცხადა კახა კალაძე. მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, დედაქალაქის სანიაღვრესისტემის აღწერის მიზნით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)