|
2019-07-14 13:21:54, 1889 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოზარდი მძიემდაა, ერთ ერთი თბილისში გადაიყვანეს
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 11 ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებშია გადაყვანილი. დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, მისი ძმა კი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ''გუშინდელი ავტო ავარიის შედეგად 13 მოქალაქე დაზარალდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაში რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად დაიღუპა. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან. მათთან ერთად დაშავებული არიან მათი შვილები, ხუთი და ექვსი წლის მოზარდები, არასრულწლოვნებს სახეზე ჩაუტარდათ ოპერაციები, შემდგომ სიმძიმიდან გამომდინარე ერთი თბილისში იაშვილის კლინიკაში, მეორე ბათუმში ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება, სხვა დაზარალებულებს, ორ კლინიკაში საერთო ჯამში ცხრა დაზარალებული რჩება, 7 მოქალაქე მკურნალობას ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადის, მათგან ორს ამ წუთებში უტარდებათ ოპერაციები. სხვა დაშავებულების მდგომარეობა შეიძლება ითქვას არის დამაკმაყოფილებელი. დაღუპული ორი და მათი შვილები არაბეთის მოქალაქეები არიან. ავარიის დროს კიდევ შვიდი დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა. ორი დაშავებული კი ქართველია'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)