|
2019-07-13 17:07:47, 2035 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, 18:00 საათიდან, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება. ღონისძიებაზე დაგეგმილია საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ, როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართება სხვადასხვა თამაშები, შეჯიბრი და შოუ-პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების საშუალება ექნებათ. სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, საღამო კი კონცერტით დასრულდება. პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს, დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)