08:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 17:36:29, 1979 ნახვა

რეგიონი
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს

აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარლებში მიმდინარეობს ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქების ნეშტების ნიმუშების აღება.

სამთავრობო კომისიის რეგომენდაციით აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სავარაუდოდ ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, შესაბამისი დარგის ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით. ჯგუფი უზრუნველყოფს განსახორციელებელი სამუშაო გეგმის შემუშავებას და კომისიისთვის წარდგენას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics