|
2019-07-12 16:28:20, 1362 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ექვსი თვის განმავლობაში ასფალტის საფარი 35 946 კვ.მ. ფართობზე დაიგო
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ექვსი თვის განმავლობაში 31 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 35 946 კვ.მ. ფართობზე მოაწესრიგა. სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე შიდა კვარტალურ გზებსა და შიდა ეზოებში. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი მოწესრიგდა აკაკი წერეთლის გამზირის 11 შიდა ეზოსა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51/53-ში. ასევე, საგზაო სამუშაოები ჩატარდა, ახმეტელის ქუჩის ცენტრალურ ნაწილსა და შიდა ეზოებში, დიღმის მასივის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 კვარტლების სხვადასხვა კორპუსთან, დისევის ქუჩა N5-ის მიმდებარედ და ტერევერკოსა და ბელიაშვილის ქუჩების მე-3 ჩიხებში. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს რობაქიძის გამზირზე, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ ტროტუარიდან ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნა და ასფალტის ახალი საფარი იგება. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ბი ემ სი“ და „დრო“ განახორციელეს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 250 500 ლარი გამოიყო.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)