|
2019-07-12 13:24:16, 1433 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი. ცენტრში მოწყობილ სასწავლო პოლიგონზე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექსტომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში. მსგავსი ტიპის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მომავალშიც გაგრძელდება.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)