|
2019-07-11 19:04:35, 3379 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა
ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას "უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად" ("EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)", რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება. ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად", რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე (18 640 000)დახმარებას მიიღებს. აღნიშული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, მათ შორის გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)