|
2019-07-11 13:30:55, 1546 ნახვა
სამართალი
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრიბი, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესში უამრავი შეცდომაა დაშვებული. „13-დან 10 ბიულეტენი შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მარალი ხარისხით. ანუ, სახალხო დამცველმა აღნიშნა ამ ბიულეტენის შესწავლის შედეგად, რომ სულ მცირე ათ ბიულეტენში, ანუ ათმა ადამიანმა, რაც ძალიან ემთხვევა იმ მაფიოზურ შემადგენლობას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და ჩაცემენტდა იუსტიციის საბჭოში, ათმა ადამიანმა ერთნაირი სქემით შემოხაზა კანდიდატები. გარიგებები არა თუ სასამართლო სფეროში, ფეხბურთის სფეროშიც ისჯება, თუმცა ზიანი, რად უნდა ლაპარაკი, უდავოდ უფრო დიდია, როდესაც მსგავს გარიგებებს, ჩუმ შეთანხმებებს, რაც არის მაფიოზური ხელწერა, ადგილი აქვს იმ სფეროში, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სამართლიანი, თუ უსამართლო მომავალი“, - განაცხადა დოლიძემ. ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პროცესში ნეპოტიზმის ფაქტები ფიქსირდება. „ეს დარღვევები უკავშირდება კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ კონკურსში მონაწილეობენ ჩვენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ოჯახის წევრები, ნათესავები. ანუ, ერთ შემთხვევაში ეს არის ცოლის ძმა, მეორე შემთხვევაში ეს არის - მაზლი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ, კენჭის ყრაში მონაწილეობას ღებულობდნენ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც არის მათი ნათესავი. პროცესი არის დაზიანებული და ძალიან დიდი საქმე არის გაფუჭებული. მოვითხოვთ, რომ პროცესი შეწყდეს და გამოცხადდეს კონკურსი თავიდან",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)