|
2019-07-11 12:16:27, 1179 ნახვა
საზოგადოება
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სამაცივრე მეურნეობა აქტიური დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრე მეურნეობების მუშაობის პროცესსაც გაეცნო და მათ მფლობელებს შეხვდა. დღეისათვის, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება პიკურ პერიოდშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)