|
2015-07-05 10:39:26, 557 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ახალქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს სავარჯიშოდ სპორტული ინვენტარი გადასცეს. აღნიშნული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებენ უპირატესობას, ინვენტარის გარეშე ვარჯიში სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა წიკლაურმა სპორტული ინვენტარი ახალგაზრდებს სავარჯიშო დარბაზში მიუტანეს. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას ახალგაზრდებთან ერთად მათი ტრენერი ადომ ელიზბარიანი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)